8,884 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8C17S89V გამოქვეყნდა 25 სექ 12 ნახვა

Welt

Welt

გაყიდვების სპეციალისტი

Welt გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

კომპანია Welt არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით.

კომპანია: https://welt.ge/about-us/

ველტი ახორციელებს: ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა, შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ.);
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • პროდუქციის ვიზუალური და თვისობრივი მახასიათებლების, ასევე მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
  • პროდუქციის სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
  • კლიენტისთვის სიახლეების შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
  • ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
  • ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
  • KPI-ის თითოეული პარამეტრის შესრულება დადგენილ მინიმალურ (70%) ზღვარზე;
  • CRM პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება გაყიდვების მიმართულებით;
  • გამოცდილება 3 წლამდე;
  • უცხო ენები: ინგლისური, (რუსული ჩაითვლება უპირატესად)

სამუშაო ფორმატი და ბენეფიტები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 ან 10:00-19:00
  • ადგილმდებარეობა: მ. მაჭავარიანის 64 (ვაშლიჯვარი)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და FitPass;
  • საჭიროების შემთხვევაში პროფესიული კურსების დაფინანსება;
  • მივლინებებსა და საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • თანამშრომელთა კლუბები: ფეხბურთი, პადელი, კარტინგი და ხელოვნება;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Welt
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა