ბუღალტერი - სტაჟიორი
კომპანია "Just Advisors" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე სტაჟიორს ბუღალტრის პოზიციაზე.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში და განავითაროთ თქვენი პროფესიული უნარები გამოცდილი გუნდის ხელმძღვანელობით.
ძირითადი მოვალეობები
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დამუშავებაში მონაწილეობა.
- პირველადი დოკუმენტაციის (ინვოისები, ზედნადებები, ქვითრები) მომზადება და აღრიცხვაში დახმარება.
- ფინანსური მონაცემების შეგროვება და სისტემატიზაცია.
- ბუღალტრული პროგრამების ათვისება და გამოყენება (მაგ., Oris, Fina).
- ბუღალტერიის გუნდისთვის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა.
რას გთავაზობთ
- ანაზღაურებად სტაჟირებას.
- კვალიფიციური მენტორის მხარდაჭერას.
- მეგობრულ და განმავითარებელ სამუშაო გარემოს.
- შესაძლებლობას, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ განიხილებოდეს მუდმივ პოზიციაზე დასაქმება.
ელფოსტის სათაურში მიუთითე: "ბუღალტერი - სტაჟიორი".