9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8GQBJFGV გამოქვეყნდა 5 ოქტ 62 ნახვა

უფროსი ბუღალტერი - ჰიბრიდული გრაფიკი

შესვლა და განაცხადი
₾2600–3000 / თვეში ბოლო ვადა: 6 ნოე

10+ წლის სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია (B2B და B2C, საკუთარი საწყობი და მიწოდების სისტემა) ეძებს გამოცდილ ბუღალტერს, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აღრიცხვის სისწორეს, საგადასახადო და ფინანსურ ანგარიშგებას.

პოზიციის არსი: პირველად დოკუმენტაციას (ზედნადებები, ინვოისები) გაყიდვების გუნდი ქმნის. ბუღალტრის ფოკუსია აღრიცხვის სიზუსტე, კონტროლი, საგადასახადო ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

ყოველდღიური საქმიანობა:

  • საბანკო ტრანზაქციების (გადახდის დავალებების) შექმნა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების გატარება და ფინანსური ნაშთების კონტროლი;
  • ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლი.

პერიოდული მოვალეობები:

  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, საპენსიო და ა.შ) მომზადება და დროული წარდგენა;
  • RS.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურების, შეტყობინებების და სხვა შესაბამის მოდულებთან მუშაობა;
  • მომწოდებლებთან და მყიდველებთან შედარების აქტები, დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • თვითღირებულებების მართვა; ნულოვანი სასაქონლოების მართვა და თვის დახურვა;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება: მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადები (cashflow);
  • სტატისტიკური და წლიური ანგარიშგება, მონაწილეობა აუდიტში.

მოთხოვნები:

  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, საიდანაც მინიმუმ 2 წელი უფროს ან მთავარ ბუღალტრად, სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმოებით;
  • ფინანსური ანგარიშგებების (P&L, ბალანსი, Cashflow) მომზადების პრაქტიკული გამოცდილება, სავალდებულო;
  • დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება;
  • RS.ge-ზე ღრმა პრაქტიკა, საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
  • Excel მაღალ დონეზე (VLOOKUP/XLOOKUP, კრებსითი ცხრილები);
  • FINA-ს ცოდნა უპირატესობაა.

პირობები:

  • ანაზღაურება: 2, 600-3, 000 ₾ ხელზე, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდის შედეგის მიხედვით;
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი;
  • გამოსაცდელი ვადა 2/3 თვე, ოფისიდან (ნაძალადევი);
  • გამოსაცდელი ვადის შემდეგ კვირაში 2 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. სამუშაო საათებში სრული ხელმისაწვდომობა სავალდებულოა.

CV გამოგზავნეთ სათაურში მიუთითეთ - "CA-2026".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა