კონსულტანტი-ბრენდ ბიოდროგა
ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი-ბრენდ ბიოდროგა (სამედიცინო კოსმეტიკა)
კომპანია: „Human Diagnostic Georgia“ (გერმანული პრემიუმ ბრენდი Biodroga) მდებარეობა: თბილისი, სითი მოლი საბურთალო დასაქმების ფორმა: არასრული განაკვეთი / ცვლიანი გრაფიკი სამუშაო გრაფიკი: 6-საათიანი სამუშაო დღე ორ ცვლაში
I ცვლა: 10:00 – 16:00 II ცვლა: 16:00 – 22:00
ჩვენს შესახებ:
კომპანია „Human Diagnostic Georgia“ წარმოადგენს გერმანული პრემიუმ დერმო-კოსმეტიკური ბრენდის „Biodroga“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტი-ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე სითი მოლის სტენდისთვის.
თუ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარდეთ წამყვან კომპანიაში, ეს სამუშაო სწორედ თქვენთვისაა! 6-საათიანი, მოქნილი ცვლიანი გრაფიკი იდეალურია მათთვისაც, ვისაც სურს სამუშაო შეუთავსოს სწავლას ან სხვა საქმიანობას.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლისთვის სამედიცინო-კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა; - მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მოვლის საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა; - პროდუქციის თაროებსა და სტენდზე ეფექტურად განლაგება (ვიზუალური მერჩენდაიზინგი) და ფასმაჩვენებლების კონტროლი; - კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა; - გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის დადებით იმიჯზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება თავის მოვლის საშუალებების, კოსმეტიკის ან აფთიაქის მიმართულებით მუშაობა); - სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება / კანის მოვლის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო (სალაპარაკო) დონეზე; - გამართული და დახვეწილი მეტყველება ქართულ ენაზე; - მომხმარებელზე, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ: - მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორცვლიანი, 6-საათიანი სამუშაო დღე (10:00–16:00 ან 16:00–22:00); - ანაზღაურებას: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან - პროფესიულ ტრენინგებს სამედიცინო კოსმეტიკასა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებში.
განაცხადის შევსების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (აუცილებელია) ელექტრონულ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.