საწყობის თანამშრომელი / მესაწყობე
New Lux Batumi — კაფელისა და კერამოგრანიტის შოურუმი-საწყობი — აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის / მესაწყობის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: • შემოსული საქონლის მიღება, რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება; • პროდუქციის სწორად განთავსება და უსაფრთხო შენახვა; • საქონლის მოძრაობის დროული რეგისტრაცია Odoo-სა და საწყობის სისტემაში; • შეკვეთების დაკომპლექტება და გაცემის დოკუმენტების შემოწმება; • დაბრუნებული, დაზიანებული, სარეზერვო და ნიმუშის პროდუქციის ცალკე აღრიცხვა; • პერიოდული ინვენტარიზაცია და ნაშთების შეჯერება; • საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; • სხვაობების, დაზიანებისა და სხვა პრობლემების დაუყოვნებლივ შეტყობინება დირექტორისთვის.
მოთხოვნები: • საწყობში, ლოჯისტიკაში ან სასაქონლო აღრიცხვაში მუშაობის გამოცდილება; • ქართული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა და დამატებით ინგლისური ან თურქული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა — აუცილებელია; • პასუხისმგებლობა, ფიზიკური გამძლეობა და დეტალებზე ყურადღება; • მძიმე ან სამშენებლო მასალებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია; • კომპიუტერისა და საწყობის პროგრამის გამოყენების უნარი სასურველია.
ანაზღაურება: 1 500 ლარი ხელზე + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი. განაცხადები განიხილება მიღებისთანავე. გასაუბრებები დაიწყება 19 სექტემბრიდან.