კონსულტანტი
სპორტული მაღაზია "ბურუსპორტსი" (Burusports) ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გუნდის წევრს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შერჩევაში დახმარება; სათხილამურო აღჭურვილობის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მახასიათებლებისა და პირობების დეტალურად გაცნობა/ახსნა; მომხმარებელთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგებულად წარმოდგენის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; ზამთრის სპორტისა და სათხილამურო აღჭურვილობის საბაზისო ცოდნა ან ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 20:00 საათამდე; კვირაში 1 დღე დასვენება: ანაზღაურება : 1700 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.