9,069 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8S1DZF9J გამოქვეყნდა 17 სექ 4 ნახვა

მალული

მალული

ბარისტა

მალული გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1150–1200 / თვეში ბოლო ვადა: 18 ოქტ

"მალული" - ეს არის პატარა, მყუდრო კაფე, რომელიც უკვე 1 წელია, რაც სიყვარულით მასპინძლობს თავის სტუმრებს. ვინაიდან მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო გვაქვს და არ გამოვირჩევით გადატვირთული რიტმით, ჩვენთან მუშაობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ყავის მომზადების პროცესით ტკბობა და სტუმრებთან თბილი ურთიერთობის დამყარება.

ახლა კი ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ყავის მოყვარულ ბარისტას ჩვენს პატარა ოჯახში

პირობები და რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 6.25 ლარი საათში (თვეში დაახლოებით 1150-1200 ლარი) + თიფი (Tips)
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე), სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
  • მშვიდ, კომფორტულ და სტრესისგან თავისუფალ სამუშაო გარემოს
  • ერთად ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

სამუშაო ადგილი: ნ. ჩხეიძის ქუჩა (ვორონცოვი)

ძირითადი მოვალეობები:

  • ცხელი და ცივი სასმელების მომზადება სტანდარტების დაცვით
  • მომხმარებლების თბილი და მეგობრული მიღება, შეკვეთების მიღება
  • სალარო აპარატთან მუშაობა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება)
  • სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ადგილზეც შეგასწავლით)
  • გამართული კომუნიკაციის უნარი, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მეგობრული განწყობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მალული
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა