ადმინისტრატორი
"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.
ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.
პოზიცია - ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა - ვარკეთილი, წულუკიძის (ლაღიძის) №6.; სამუშაო დღეები - კვირაში 3-4 დღე; სამუშაო საათები - 10:00-20:00;
მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ:
- ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
- ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- მეტყველებთ გამართულად ქართულად;
- შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
- ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.