იმპორტის მენეჯერი
შპს „ვიტა სანა“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
„ვიტა სანა“ სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.
ძირითადი მოვალეობები: - ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; - იმპორტის პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია; - საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება; - საბაჟო პროცედურების ელექტრონულად წარმოება; - იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულების გაანგარიშება; - იმპორტირებული პროდუქციის შესახებ მონაცემების კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან შესაბამისი მიმართულებით; - იმპორტის, ლოგისტიკის ან საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; - საბაჟო პროცედურებისა და იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ცოდნა; - საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის უნარი; - საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა; - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზრაურება: 1500 (დარიცხული/Gross) ლარი + ბონუსი.
დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით); მისამართი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის N5
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xOFqwpY
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.