9881 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

90VVHJ65 გამოქვეყნდა 21 ოქტ 5 ნახვა

აიდიეს ბორჯომი თბილისი

აიდიეს ბორჯომი თბილისი

რეგიონალური ტერიტორიის განვითარების მენეჯერი

აიდიეს ბორჯომი თბილისი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾3740 / თვეში ბოლო ვადა: 18 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე. ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

გაყიდვების დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რეგიონალური ტერიტორიის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე კახეთში.

ოფისის მისამართი: ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი N24ა სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40სთ); ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური გეგმა/ბონუსი (ხელზე ასაღები 3740 ლარი გეგმის 100%-ით შესრულების შემთხვევაში)

ძირითადი მოვალეობები: - მისი პასუხისმგებლობის არეალში მოქცეული ბაზრის ანალიზი; - კომპანიის მხრიდან ყოველთვიური მოცულობითი გეგმის და ტაქტიკური მიზნების შესრულების კონტროლი; - სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების დაცვის კონტროლი; - სავაჭრო ქსელის გაფართოებისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება; - მის ტერიტორიაზე არსებული დებიტორული დავალიანებების სწორად მართვა და კონტროლი; - გუნდის წევრების მიერ დისციპლინის, სტანდარტების, შიდა რეგულაციების დაცვისა და შესრულების მონიტორინგი; - გუნდში ჯანსაღი ურთიერთობებისა და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; - უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები: - აუცილებელია გაყიდვების/დისტრიბუციის სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის/გუნდის მართვის მინ. 5 წლიანი გამოცდილება; - MS Office-ის სტანდარტული პაკეტის ცოდნა; - უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის ან ეკონომიკურ სფეროში; - სასურველია უცხო ენების ცოდნა; - ავტომობილის მართვის მოწმობა (მექანიკა).

პიროვნული უნარები: - მენეჯერული უნარები; - კომუნიკაბელურობა; - გამართული მეტყველება, აზრის სწორად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი; - ანალიზისა და გამოთვლების წარმოების კარგი უნარი; - მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

დამატებითი ინფორმაცია: - ჩვენ რას გთავაზობთ: - საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; - სამართლიან, გამჭვირვალე შეფასების სისტემას; - კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს; - ჯანმრთელობის დაზღვევას.

შერჩევის ეტაპები: - შეხვედრა ადამიანური რესურსების მენეჯერსა და უშუალო ხელმძღვანელთან; - შეხვედრა გაყიდვების დირექტორთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-6aT7p6

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

რეგისტრატორი - ბათუმი

ახალი
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა