9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

91G2VHA9 გამოქვეყნდა 16 ოქტ 33 ნახვა

დროებითი საწყობის ექსპედიტორი

Super გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში −7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,936 ₾ · 48 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

დღეს "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს წინასაახალწლო პერიოდის გათვალისწინებით დამატებითი, დროებითი საწყობის ექსპედიტორის თანამდებობაზე ვეძებთ.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი 1: თბილისი, ზაჰესი, მუხათგვერდის ტერიტორია (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას) და ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორია
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი, ორშაბათი-პარასკევი
  • დასვენების დრო: კვირაში 2 დღე, შაბათ-კვირა
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
  • ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
  • ანაზღაურების ოდენობა: 1800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • იმპორტირებული კონტეინერებიდან ტვირთის გადმოტვირთვა და მიღება;
  • შემოსული პროდუქციის პირველადი ვიზუალური შემოწმება (დაზიანებებსა და ხარვეზებზე);
  • პროდუქციის შტრიხკოდირება და ეტიკეტირება;
  • პროდუქციის სწორი და უსაფრთხო დასაწყობება/განთავსება საწყობის შესაბამის ზონებში;
  • ფილიალების შეკვეთების საფუძველზე პროდუქციის ზუსტი აწყობა/კომპლექტაცია და ტრანსპორტირებისთვის გამზადება;
  • ფილიალებში პროდუქციის ჩამოცვლა;
  • გეგმურ და პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა, საქონლის ფაქტობრივი ნაშთების დათვლა.

ძირითადი ვალდებულებები:

  • სარეალიზაციო პროდუქციის (მათ შორის მსხვრევადი ასორტიმენტის) უსაფრთხოების დაცვა გადაადგილებისა და დასაწყობებისას;
  • საწყობის ტერიტორიაზე სამუშაო სივრცისა და თაროების წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი შენარჩუნება;
  • შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმების დაცვა.

მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში:

  • მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - საწყობის ექსპედიტორი)
  • დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/8dtCq7cLjCqBM6TB9

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა