უფლებამოსილ ორგანოებთან ურთ. ადმინისტრ. განყ. სპეციალისტი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთობის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ბექ-ოფისის დეპარტამენტი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- უფლებამოსილი ორგანოებიდან შემოსული განჩინებების მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება ბანკში, მომზადება (ოქმი, წერილი) და გადაცემა;
- ყადაღების მიღება / მოხსნა / დამუშავება;
- ინკასოების მიღება / მოხსნა / დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი — საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან ბექ-ოფისის კუთხით;
- ALTA-ს საოპერაციო დღის მოდულში მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე.
სასურველი:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი — საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
- უფლებამოსილ ორგანოებთან და ინკასო / ყადაღებთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება;
- ALTA-ს ინკასო / ყადაღების მოდულში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო უნარები და თვისებები:
- ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროში შესრულება;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სასურველი:
- ინიციატივიანობა, პროფესიული მოტივაცია;
- სიახლეებისადმი მზაობა, ადაპტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/db8df72f-3c3e-4217-b48a-543fb59031ed
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.