9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

91XS2NDS გამოქვეყნდა 19 ოქტ 22 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ესკი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმში "ესკი" ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს - მონდომებულ და დადებითი სოციალური ცვლილებების გულშემატკივარ ადამიანს.

სოციალური კონცეფციის მაღაზია "ესკის" შესახებ

"ესკი" სივრცეა საქართველოში, რომელმაც პირველად სოციალური საწარმოების პროდუქცია გააერთიანა. ამჟამად, "ესკიში" 30+ სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. ევროკავშირის მხარდაჭერით, ესკის ფიზიკური სივრცე 2022 წლის სექტემბერში, ძველ თბილისში გაიხსნა სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ.

ესკი სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე საწარმოების მრავალფეროვან ხელნაკეთ პროდუქციას აერთიანებს. ჩვენთან შეხვდებით აქსესუარებსა და სამკაულებს, დეკორატიულ ნივთებს, ტრადიციული რეწვის უნიკალურ ნიმუშებს, სათამაშოებსა და ხის ნაკეთობებს. ნივთის შეძენა და იმ ისტორიის გაზიარება, რომელიც თითოეული ნივთის უკან დგას, მომხმარებელს თავს კარგად აგრძნობინებს, რადგან იგი ჩვენთან ერთად უჭერს მხარს გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვას.

მაღაზია იმართება ა (ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ და გაიხსნა ევროკავშირისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

მაღაზიის ბრენდინგზე იმუშავა სარეკლამო სააგენტომ "Saatchi & Saatchi" პრო-ბონო კონსულტაციის ფარგლებში.

https://www.eski.ge/ პლატფორმის ცნობადობის გაზრდას მხარი დაუჭირა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამამ, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით.

ეს კი სივრცეა, სადაც ვზრუნავთ გარემოსა და ადამიანებზე.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

  • სამუშაო დატვირთულობა: კვირაში 32 სთ
  • სამუშაო განრიგი: სამუშაო განრიგი მოქნილია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ "ესკის" სამუშაო საათებია 10:00 - 20:00სთ ყოველდღე
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: მაღაზია მდებარეობს თბილისში, ნატო ვაჩნაძის ქუჩა #7-ში (ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და თავისუფლების მეტროდან ფეხით 5 წთ სავალ მანძილზე)
  • თანამშრომლობის დაწყების სასურველი თარიღი: 2 ნოემბერი, 2026 წელი

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც ადამიანი მთავარი ღირებულებაა
  • სოციალური მეწარმეობისა და ქართველი მეწარმეების გაცნობას
  • მხარდაჭერას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში
  • საქმიანი წრის გაფართოებას
  • სამუშაო ადგილს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მეტროსთან 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • "ესკის" სტუმრებისთვის სოციალური მეწარმეობის კონცეფციის გაცნობა და ამით სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაზე ზრუნვა
  • "ესკიში" არსებული სოციალური საწარმოების სოციალური მისიებისა და საქმიანობის სტუმრებისთვის გაცნობა
  • "ესკიში" არსებული პროდუქციის ძირითადი მახასიათებლების ცოდნა და საჭიროებისას, მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა ნივთის შერჩევისას
  • სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვა და მარაგების მართვის პროგრამა "ოპტიმოში" მუშაობა
  • მომხმარებლის თავაზიანად მომსახურება
  • პერიოდულად, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობის მიღება და "ესკის" პროდუქციის წარდგენა
  • საჭიროებისას, "ესკის" სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა

დროდადრო, საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო ვიზიტების ფარგლებში, "ესკიში" მოსული სტუმრებისთვის საქმიანობის წარდგენა

როგორია "ესკის" გუნდის მომავალი წევრი?

  • სოციალური მეწარმეობის გულშემატკივარია და სჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავად იყვნენ ის ცვლილება, რასაც უნდათ მსოფლიოში ხედავდნენ ერთმანეთის საკეთილდღეოდ
  • უყვარს ხალხთან ურთიერთობა და მზადაა, გააცნოს სოციალური საწარმოების საქმიანობა
  • აქვს კარგად განვითარებული სოციალური უნარები და მარტივად ამყარებს კომუნიკაციას
  • ინგლისურ ენაზე ისე საუბრობს, რომ მომხმარებელთან ამყარებს პირველად კომუნიკაციას
  • ემეგობრება რიცხვებს და არ უფრთხის მათთან ყოველდღიურ გადაკვეთას :)

გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუკი დაინტერესდით

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე 23 ოქტომბრის ჩათვლით.

ჩვენ გელოდებით თქვენ, თუკი მნიშვნელოვანია სოციუმისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობა, ხოლო დადებითი გავლენის მქონე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება - სასიამოვნო პროცესი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა