8845 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

92K44XJ8 გამოქვეყნდა 2 ოქტ 7 ნახვა

DS MEDICAL

DS MEDICAL

სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

DS MEDICAL გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1500–2000 / თვეში ბოლო ვადა: 3 ნოე

"DS MEDICAL" — სამედიცინო და სადიაგნოსტიკო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნა:

  • გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
  • სასურველია გამოცდილება სამედიცინო, ფარმაცევტული ან ლაბორატორიული პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით.

სამუშაოს აღწერილობა:

  • გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა, ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ეფექტური მართვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად;
  • კლინიკების შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა და მათი სწორად კომუნიკაცია;
  • არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
  • ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
  • ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა;
  • ახალი პროდუქტებისა და ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დასახული მიზნების შესრულების უნარი;
  • სამედიცინო სფეროსა და პროდუქციის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს;
  • სამუშაო ვიზიტების დროს კომპანიის ავტომობილითა და მძღოლის მომსახურებით უზრუნველყოფას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • შრომის ანაზღაურებას: 1, 500-2, 000 ლარი.

როგორ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე:

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე.

გთხოვთ, Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი". აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

პატივისცემით, DS MEDICAL.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
DS MEDICAL
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა