ბუღალტრის თანაშემწე
კომპანია "დეკორატორ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში; წინაპერიოდის ინფორმაციის შეტანა ** საბუღალტრო პროგრამაში ინვოისების და შესყიდვების შექმნა და კონტროლი; ** სხვადასხვა შინაარსის საბუღალტრო ოპერაციებისა და დავალებების განხორციელება; ** სხვადასხვა სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი/გატარება პროგრამაში; ** მიღებული საგადასახადო დოკუმენტების აღრიცხვა/გატარება; ** აღრიცხული დოკუმენტაციის შესაბამისად, დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი; ** პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შეგროვება, ანგარიშვალდებული პირისგან და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში; ** პირველადი, საგადასახადო დოკუმენტაციის დაარქივება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბუღალტრული მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
- საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;);
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია;
- საბუღალტრო პროგრამა Oris 5 და 7, Super Fin-ში მუშაობის გამოცდილება და ცოდნა.
ფინანსური პირობები: ხელფასი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00. ლოკაცია: თბილისი, თ. შეშელიძის 3ა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. მიუთითეთ subject: ბუღალტრის თანაშემწე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.