8,508 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

93XWEA4K გამოქვეყნდა 15 სექ 4 ნახვა

Pini.ge

Pini.ge

უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი

Pini.ge გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

"pini.ge" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა და უძრავი ქონების სფეროში კარიერული წინსვლა.

სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით. უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-18:00.
  • ანაზღაურება: სრულად გამომუშავებაზე დამოკიდებული.
  • მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. 12.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
  • შეხვედრების დაგეგმვა და წარმართვა.
  • უძრავი ქონების განცხადებების ატვირთვა ჩვენი პროგრამის დახმარებით.
  • შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.

რას გთავაზობთ:

  • გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან მუშაობას.
  • პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერებისგან სწავლას.
  • თეორიულ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, თქვენი შედეგების შესაბამისად.
  • განცხადებების ატვირთვის გამარტივებულ პროგრამას.
  • თვეში 2 თავისუფალ დღეს — Day Off.
  • დასვენებას შაბათ-კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში.

სამუშაოდ უზრუნველყოფილი იქნებით:

  • სამუშაო ლეპტოპით.
  • კორპორაციული ნომრითა და ულიმიტო სასაუბრო დროით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია: პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.

წერილის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების აგენტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Pini.ge
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა