9223 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

95FSNDYM გამოქვეყნდა 26 ოქტ 26 ნახვა

საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი

საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი

სამედიცინო წარმომადგენელი

ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ: ენერგიულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ექიმებთან ეფექტური პროფესიული კომუნიკაციის უნარი და სურვილი, განვითარდეს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის გუნდთან ერთად. ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროდუქტების პროფესიული და ეთიკური პრომოცია სამიზნე ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებში - ექიმებთან და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებთან გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება - სამიზნე აუდიტორიისთვის პროდუქტების სამედიცინო და სამეცნიერო ინფორმაციის ეფექტურად წარდგენა - განსაზღვრულ ტერიტორიაზე ვიზიტების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება კომპანიის სტანდარტებისა და ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად - გაყიდვების მიზნებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) შესრულებაზე მუშაობა - ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ექიმების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი - პროდუქციის გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა - სამედიცინო კონფერენციებში, სემინარებში, მრგვალ მაგიდებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა - მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა; - კომპანიის შიდა სტანდარტების, ეთიკური პრინციპებისა და შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა - შესრულებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება - სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება - ფარმაცევტული ბაზრისა და სამედიცინო წარმომადგენლის მუშაობის სპეციფიკის კარგი ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა - რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა - MS Office პროგრამების — Word, Excel, PowerPoint — კარგი ცოდნა; - მოქმედი მართვის მოწმობა - პირადი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები: - ეფექტური პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი - ექიმებთან პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების უნარი - მოლაპარაკებისა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკების ცოდნა - დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი - სამუშაო დროისა და ტერიტორიის სწორად დაგეგმვა - მაღალი პასუხისმგებლობა და თვითორგანიზებულობა - ინიციატივიანობა და პროაქტიულობა - მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა - სწრაფად სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი

გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პროფესიული წარდგენის მიმართულებით გავლილი ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ: - საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას - პროფესიულ და კარიერულ განვითარებას - სისტემურ ტრენინგებსა და პროდუქტის შესახებ პროფესიულ სწავლებას - მოტივირებულ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას - კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ სამოტივაციო სისტემას - სამუშაოსთვის საჭირო კორპორატიულ მხარდაჭერას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2026 წლის 25 ოქტომბრისა e-mail -ზე.

CV-ის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: „სამედიცინო წარმომადგენელი — ბათუმი “Alpen Pharma AG მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. შერჩევის შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შესაბამის კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა