ადმინისტრატორი
"ATELIER OUTLET/ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დიღომი. გრაფიკი: 09:00-18:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
- დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან საჩუქრად;
- FITPASS;
- კარიერული წინსვლა.
მოვალეობები
- თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
- კოლექციის განახლება, შეკვეთა, დარბაზში წარმოდგენა და მარაგების კონტროლი;
- დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
- დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
- დარბაზში სისუფთავის კონტროლი;
- სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განთავსება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
აუცილებელი მოთხოვნა
- უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
- EXCEL-ის ცოდნა;
- ტანსაცმლის მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- APEX პროგრამის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ-მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV.
Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!