გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

98DHJ85K გამოქვეყნდა 3 ნოე 18 ნახვა

მარკეტერი

I City გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

icity მარკეტერს ეძებს!

გაინტერესებს ტექნოლოგიები, თვალს ადევნებ ტრენდებს და გინდა მარკეტინგში განვითარება?

შემოუერთდი ჩვენს გუნდს — ერთად შევქმნით კონტენტს, დავგეგმავთ საინტერესო კამპანიებს და მეტ მომხმარებელს მოვიზიდავთ.

რას გააკეთებ

  • დამოუკიდებლად გამართავ და გაუშვებ რეკლამას Meta Ads-სა და Google Ads-ში და იმუშავებ შედეგების გაუმჯობესებაზე.
  • მართავ სოციალურ ქსელებს: შეადგენ გეგმას, გამოაქვეყნებ კონტენტს.
  • ბრენდების მასალებს მოარგებ icity-ს სტილს, მოამზადებ აქციების ვიზუალებს და ორგანიზებას გაუწევ ვიდეოკონტენტის შექმნას გუნდთან ან გარე ავტორებთან, მათ შორის
  • UGC-კრეატორებთან ერთად.
  • გუნდთან ერთად დაგეგმავ და განახორციელებ აქციებს.
  • გააკონტროლებ მასალების დროულ განახლებას მაღაზიებსა და ვებგვერდზე.
  • პროდუქტ-მენეჯერთან ერთად იმუშავებ ბრენდებსა და მომწოდებლებთან ერთობლივ კამპანიებზე.
  • კოორდინაციას გაუწევ ბრენდირებული მასალების მომზადებას. იმუშავებ შემსრულებლებთან და ყურადღებას მიაქცევ ერთიან სტილს, ხარისხსა და ვადებს.
  • მოამზადებ სპეციალურ შეთავაზებებსა და სარეკლამო შეტყობინებებს.
  • დაგეგმავ და შეათანხმებ ბიუჯეტს, გააკონტროლებ ხარჯებს და გააანალიზებ კამპანიების შედეგებს.
  • თვალს მიადევნებ კონკურენტებს, ტრენდებს, აქტუალურ თემებსა და მარკეტინგის სიახლეებს. შემოგვთავაზებ იდეებს და გამოსცდი ახალ ფორმატებს.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი

  • არ არის აუცილებელი, ყველა ჩამოთვლილ საქმეში დიდი გამოცდილება გქონდეს. ჩვენთვის მთავარია მარკეტინგისადმი ინტერესი, ინიციატივა და პრაქტიკაში სწავლის სურვილი.
  • ციფრული რეკლამისა და სოციალური ქსელების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • ქართულად გამართულად წერის უნარი და ვიზუალური გემოვნება.
  • ახალი ინსტრუმენტების ათვისებისა და საკუთარი იდეების შეთავაზების სურვილი.
  • პასუხისმგებლობა, ვადების დაცვა და გუნდურად მუშაობის უნარი.
  • რეკლამაში, კონტენტის შექმნაში, საცალო ვაჭრობასა ან ელექტრონულ კომერციაში გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება. ასევე — ინგლისურის ცოდნა, აიფონით გადაღების, მონტაჟის უნარები
  • და Mac-ზე მუშაობის გამოცდილებაც.

პირობები

  • ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00.
  • მუშაობა ოფისში, საჭიროების შემთხვევაში — ფილიალებსა და გადაღებებზე გასვლა.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, შემდგომი ზრდის პერსპექტივით.

გამოგვიგზავნე CV მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითე "მარკეტერი". თუ გაქვს შენ მიერ შექმნილი კონტენტის ან სარეკლამო კამპანიების მაგალითები, დაურთე.

თუ ჯერ ყველაფერში გამოცდილი არ ხარ, მაგრამ გაქვს იდეები და განვითარების სურვილი — მოგვწერე, სიამოვნებით გაგიცნობთ!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 1 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა