პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

9EK9WQQP გამოქვეყნდა 5 ნოე 19 ნახვა

ქაღალდის საჭრელი დანადგარის ოპერატორი

Bizarre გარე განცხადება
₾1300–2000 / თვეში −14% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,917 ₾ · 33 განცხადება ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

პოლიგრაფიული საწარმო აცხადებს ვაკანსიას - ქაღალდის საჭრელი დანადგარის ( გილიოტინის) ოპერატორის პოზიციაზე

ვეძებთ როგორც გამოცდილ, ისე გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს.

თუკი გაქვთ ტექნიკური უნარები და ფიზიკური მზაობა, კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, საუკეთესო და პროფესიონალურ გარემოში, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გახდეთ პროფესიონალი და შეიქმნათ წარმატებული კარიერა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30 – 18:30 სთ ( განიხილება სმენებში მუშაობაც)
  • მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
  • ანაზღაურება: გამოცდილების გარეშე 1300 ლარი/ გამოცდილების შემთხვევაში 2000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საბაზისო ცოდნა ტექნიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ;
  • მარტივი მოწყობილობების და ინსტრუმენტების სამომხმარებლო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ( ჩართვა/გამორთვა,რეგულირება);
  • საბაზისო ცოდნა შრომის უსაფრთხოების წესების და ძირითადი რისკების შესახებ;
  • მარტივი საზომი ერთეულების (მმ, სმ) გამოყენების ცოდნა;
  • ფიზიკური მზაობა;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სტამბაში ან წარმოებაში დანადგარზე მუშაობის გამოცდილება ( გილიოტინას დანადგართან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად).

ფუნქცია-მოვალეობები

  • საბეჭდი/პოლიგრაფიული პროდუქციის ჭრა განსაზღვრული ზომებისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად;
  • მასალის (ქაღალდი, მუყაოს) მომზადება ჭრისთვის;
  • ჭრის სრული პროცესის მართვა და ჭრის ხარისხის კონტროლი;
  • დანადგარის რეგულარი მოვლა, როგორც ვიზუალური სისუფთავის, ასევე ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობა ( გასაუბრებაზე შემიძლია გავიარო)

პიროვნული უნარები

  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ტექნიკური დავალებების მარტივად გაგების უნარი
  • სწრაფად ადაპტაციის და ათვისების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ოპერაციული მენეჯმენტის დირექტორი (საქართველო)

Лизинговая თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾4000–10000 +172% ჩვეულებრივთან შედარებით 3 ნოე

გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

CMX Solutions თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევასწავლება მიმართე აქ
2 ნოე

კონსულტანტი

თამო ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1100–1300 −12% ჩვეულებრივთან შედარებით 29 ოქტ

ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

ახალი
Bizarre თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾3000 +56% ჩვეულებრივთან შედარებით 5 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა