9959 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9F8050N9 გამოქვეყნდა 3 ოქტ 9 ნახვა

თიბისი

თიბისი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი - Customer Journey Manager

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი / მომხმარებელთა გამოცდილების დეპარტამენტი დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

თანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ მოქმედების ვადა: 15/10/2026

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა

რას გააკეთებ? - განსაზღვრავ და გაზომავ საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლებს; - დააორგანიზებ მომხმარებლების კმაყოფილების კვლევებს, გააანალიზებ და შეიმუშავებ რეკომენდაციებს გუნდისთვის; - გამოავლენ მომსახურებაში არსებულ ხარვეზებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს; - იმუშავებ Agile გუნდებთან მომხმარებლის გამოცდილების საკითხებზე; - მოამზადებ ანგარიშებს და პრეზენტაციებს მენეჯმენტთან განსახილველად; - იზრუნებ იმაზე, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

კვალიფიკაცია აუცილებელია გქონდეს: - უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრატურა - ბიზნესის მიმართულებით); - პროექტების მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი); - გაყიდვების, მარკეტინგის ან მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - საბანკო მომსახურების სპეციფიკის ცოდნა; - ექსელის და სტატისტიკური ანალიზის საბაზისო დონეზე ფლობა; - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Power Point და სხვა); - ინგლისური ენის ცოდნა.

ეს როლი შეგეფერება, თუ: - ხარ ემპათიური; - თვლი, რომ ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება; - ხარ ენერგიული, მოტივირებული და გამბედავი. - გაქვს პროექტების დაგეგმვის და მართვის უნარი; - გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის გამოცდილება; - გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; - გიყვარს გუნდში მუშაობა და ხალხთან ურთიერთობა. შეგიძლია იმუშაო თვითორგანიზებულ, Agile გუნდებთან ერთად. - გაქვს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინირების უნარი; - გაქვს მოლაპარაკების წარმოების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარები; - მუდმივად ეძებ და ეცნობი შენს სფეროში არსებულ სიახლეებს და საუკეთესო პრაქტიკებს; - არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების; - გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ხარ შედეგებზე ორიენტირებული; - გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი. - გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C8Sn6

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა