8736 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9PC1WQVA გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

საწყობის თანამშრომელი

შარმ ტრეიდინგი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1100 / თვეში ბოლო ვადა:

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Selpak, Colgate, Friso და სხვა)

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (საშუალოდ 1100 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;

** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;

** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;

** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;

** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება.

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა;

** ორგანიზებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე:;. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "საწყობის თანამშრომელი-ქუთაისი". ან დაგვიკავშირდით

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შარმ ტრეიდინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა