პროფესიული განათლების მასწავლებელი - კომპ. ქსელი/სისტემები
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, "კომპიუტერული ქსელი და სისტემები" პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.
პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.
გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: https://progresskutaisi.ge/en
თანამდებობის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი - "კომპიუტერული ქსელი და სისტემები"
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი ქ. №20
სახელფასო ანაზღაურება: - 1 აკადემიური საათი 20 ლარი ან შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - მინიმუმ პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც დაადასტურებს, რომ კონკურსანტს აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ცოდნა და უნარებიდან მინიმუმ ერთი.
კონკურსანტს უნდა შეეძლოს:
- უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული მხარდაჭერა;
- იმუშაოს მობილურ და ლინუქს ოპერაციულ სისტემებთან;
- დაამონტაჟოს და გამართოს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელი;
- გამართოს ბაზისურად კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია;
- უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელებში ბაზისური კომუტაცია და მარშრუტიზაცია;
- გამართოს ბაზისურად Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისები;
- გამართოს ბაზისურად Linux სერვერული ოპერაციული სისტემა;
- გამართოს ბაზისურად სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგია;
- გამოიყენოს Cloud პლატფორმები;
- უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
- გამოიყენოს Cloud პლატფორმები;
- დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
- გამართოს ბაზისურად VOIP ტელეფონია;
პროფესიული განათლების მასწავლებელს მოეთხოვება გამოუმუშაოს პროფესიულ სტუდენტს ზემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციებიდან მინიმუმ ერთი. კონკურსანტს მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება შესაბამისი მოდულები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
I ეტაპი - კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა
კვალიფიკაციის დადასტურების მიზნებისთვის კონკურსანტმა სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს IT მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაციის /კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი: დიპლომი, სერტიფიკატი ან ცნობა (იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია, მაგრამ ამ ეტაპზე არ აქვს აღებული დიპლომი).
სამუშაო გამოცდილების მტკიცებულებად (მინიმუმ 2 წელი) კონკურსის ეტაპზე საკმარისია CV - ის წარმოდგენა. შერჩეულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისთვის კი პირმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება.
II ეტაპი - გასაუბრება
შენიშვნა: პროფესიული განათლების მასწავლებლად ვერ დაინიშნება პირი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია: 2026 წლის 30 სექტემბერი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე;
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი "კომპიუტერული ქსელი და სისტემები", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.