8,878 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9XC0JG9K გამოქვეყნდა 25 სექ 12 ნახვა

ნიუ თაიმ

ნიუ თაიმ

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის

ნიუ თაიმ გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾2300–2500 / თვეში ბოლო ვადა: 24 ოქტ
  • აქვა ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ლოკაცია: ბათუმი სამუშაო დრო: სრული განაკვეთ ანაზღაურება: 2 300 - 2 500 ₾ ფიქსირებული + პროცენტი გაყიდვებიდან

კომპანია ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს ბიზნეს-მოლაპარაკებების წარმართვის სრული ციკლის უნარი - პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის შემომავალ ლიდებთან და მომხმარებელთან მუშაობა - მომხმარებლის საჭიროებების, მიზნებისა და ბიუჯეტის განსაზღვრა - ობიექტებისა და საინვესტიციო შეთავაზებების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება - მომხმარებლის კონსულტირება უძრავი ქონების ობიექტების, შეძენის პირობების, განვადებისა და სხვა კომერციული დეტალების შესახებ - მოლაპარაკებების წარმართვა - მომხმარებლის სრული მხარდაჭერა პირველი მიმართვიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე - სისტემური Follow-up იმ მომხმარებლებთან, რომლებმაც პირველი კონტაქტის შემდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს - კომერციული წინადადებების მომზადება - მომხმარებლებთან ონლაინ და ოფლაინ შეხვედრების ჩატარება - მომხმარებლებთან მთელი სამუშაო პროცესის CRM-ში აღრიცხვა - საკუთარი გაყიდვების ძაბრის კონტროლი - ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება - არსებულ მომხმარებელთა ბაზასთან მუშაობა - სამუშაო შედეგების რეგულარული ანგარიშგების მომზადება

სავალდებულო მოთხოვნები: გამოცდილება: - მინიმუმ 2-წლიანი გაყიდვების გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში ან - მინიმუმ 5-წლიანი წარმატებული გამოცდილება გაყიდვებში სხვა სფეროებში. - გამოცდილება უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვას და გარიგებების დახურვას.

ენები: - ინგლისური - თავისუფლად - რუსული - თავისუფლად - ქართული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიონალური უნარები: - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატს: - შესანიშნავად ესმოდეს გაყიდვების ეტაპები და ლოგიკა - შეეძლოს მომხმარებლის რეალური საჭიროებების გამოვლენა - შეეძლოს პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარება - ჰქონდეს ძლიერი პრეზენტაციის და მოლაპარაკებების უნარები; - შეეძლოს, მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებამდე და გარიგების დახურვამდე მიყვანა - ესმოდეს სისტემური Follow-up-ის მნიშვნელობა - ჰქონდეს CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება - ჰქონდეს CRM-ის წარმოების მაღალი დისციპლინა - შეეძლოს გაყიდვების გეგმასთან და KPI-ებთან მუშაობა - იცოდეს საოფისე პროგრამები - კომპეტენტურად წარმართავდეს საქმიან მიწერ-მოწერას - ჰქონდეს მაღალი საფასო სეგმენტის მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება - შეეძლოს საინვესტიციო პროდუქტის ეკონომიკისა და უპირატესობების მომხმარებლისთვუს გასაგებად ახსნა.

რა არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: - ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც მკაცრად არის ორიენტირებული შედეგზე - გასაუბრებაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენი წინა სამუშაო ადგილის რეალური მაჩვენებლების გაგება - ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამუშაო გამოცდილება, არამედ დადასტურებული შედეგები გაყიდვებში

პირადი თვისებები: - პასუხისმგებლობა; - მაღალი თვითორგანიზება; - პრიორიტეტების დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი; - მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების უნარი; - თავდაჯერებულობა მოლაპარაკებებში; - შედეგზე ორიენტირებულობა; - დეტალების მიმართ ყურადღება; - საქმიანი კომუნიკაციის მაღალი დონე; - მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების უნარი; - პროფესიონალური ქცევა და საქმიანი ეთიკა.

ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2 300 - 2 500 ₾ - გაყიდვების პროცენტს - მუშაობას ოფისიდან ბათუმში; - შემომავალ მიმართვებს და მომხმარებელთა ბაზას; - გაყიდვების მარტივ სისტემას; - უძრავი ქონებითა და საინვესტიციო პროდუქტებით მუშაობას; - შემოსავალზე პირდაპირი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას; - პროფესიულ ზრდას კომპანიის შიგნით.

(ჯამური შემოსავლის ოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების შედეგებზე)

თუ დაინტერესდით ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ფრაზა „მინდა გუნდში“

თუ იცით გაყიდვა, მიჩვეული ხართ თქვენს შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას და შეგიძლიათ თქვენი ეფექტიანობის კონკრეტული ციფრებით დამტკიცება - სიამოვნებით გავეცნობით თქვენს კანდიდატურას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიუ თაიმ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა