8,951 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9XN3ABDW გამოქვეყნდა 22 სექ 27 ნახვა

სენსესი

სენსესი

ონლაინ გაყიდვების მენეჯერი

სენსესი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1200–2000 / თვეში ბოლო ვადა: 20 ოქტ

„სენსესი“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ქ. ბათუმი)

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ სამუშაო გრაფიკს: ვაკანსია გამოცხადებულია ორ დამოუკიდებელ პოზიციაზე: - დღის სმენა : 09:00 – 18:00 - ღამის სმენა : 17:00 – 02:00

დღისა და ღამის სმენების შეთავსება არ ხდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ განაცხადს აგზავნით დღის სმენაზე, იმუშავებთ მხოლოდ დღის გრაფიკით, ხოლო ღამის სმენაზე მიღებული თანამშრომელი იმუშავებს მხოლოდ ღამის გრაფიკით.

ძირითადი მოვალეობები - სენსესის პროდუქციის შესწავლა; - სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემა; - მომხმარებლების ონლაინ კონსულტირება; - მიღებული შეკვეთების აღრიცხვა და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); - საოფისე პროგრამების ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები - კომუნიკაბელურობა; - დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; - გამართული და დახვეწილი მეტყველება; - პრეზენტაბელურობა; - შედეგზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; - გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, შინდისის ქუჩა N5 (ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია) - სამუშაო განაკვეთი: სრული (სამუშაო სრულად მიმდინარეობს ოფისიდან. დისტანციური მუშაობა არ განიხილება. - ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 1200 - 2000 ლარი);

ჩვენ გთავაზობთ - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და მშვიდ გუნდს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე.

აუცილებელია ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ, რომელ სმენაზე აგზავნით განაცხადს: - ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - დღის სმენა - ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - ღამის სმენა

სათაურის მითითების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სენსესი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა