IT ტექნიკოსი
კომპანია "დიშოპი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერული ტექნიკის და მათი ნაწილების გაყიდვა/შესყიდვა (მაგ: ლეპტოპი, ვიდეობარათი, ოპერატიული, დედაბარათი და ა.შ.);
- ოპერაციული სისტემების (Windows / macOS / Linux) ინსტალაცია, განახლება და კონფიგურაცია;
- საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის (Office, ანტივირუსი და სხვა) ინსტალაცია და გამართვა;
- შიდა ლოკალური ქსელისა (LAN / Wi-Fi) და ინტერნეტთან კავშირის მოწყობა, გამართვა და ხარვეზების აღმოფხვრა;
- დედაპლატების დიაგნოსტიკა, ელექტრული სქემების კითხვა და აღდგენა;
- დედაპლატების შეკეთება;
- ეკრანების შეცვლა;
- კლავიატურის შეცვლა;
- ელემენტის შეცვლა;
- მიკროსკოპთან და საჩარჩილავ სადგურთან მუშაობა;
- BGA ჩიპების, მიკროსქემების, კონექტორებისა და წვრილი ელემენტების შეცვლა/აღდგენა;
- ლეპტოპების ეკრანების, ელემენტების და სხვა ნაწილების პროფესიონალური შეცვლა;
- ფიზიკურად დაზიანებული მოწყობილობების აღდგენითი სამუშაოები;
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და ტესტირება.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი სიზუსტე, დაკვირვებულობა და ყურადღება საქმის მიმართ;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ახალი მოდელებისა და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 49;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 11:00-19:00;
- ანაზღაურება: 2000 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.