შეფ-მზარეული
კვების საწარმო „ბროწეული“ ეძებს შეფ-მზარეულს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სამზარეულოს გუნდის დაკომპლექტებაში და უხელმძღვანელებს საწარმოს ყოველდღიურ წარმოებას.
ბრენდშეფის მიერ შემუშავებული მენიუსა და ტექნოლოგიურ ბარათების საწარმოში რეალიზაცია.
შერჩეულ გუნდს ბრენდ-შეფი გადაამზადებს, ხოლო შეფ-მზარეული უხელმძღვანელებს მის ყოველდღიურ მუშაობას და უზრუნველყოფს შეთანხმებული რეცეპტურებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვას.
ძირითადი მოვალეობები
- სამზარეულოს გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობა, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრება, მათი პრაქტიკული უნარების შეფასება და ხელმძღვანელობასთან ერთად თანამშრომლების შერჩევა.
- შეკვეთების მიხედვით წარმოების მოცულობის დაგეგმვა, სამუშაო პროცესის ორგანიზება და შეკვეთების დროულად შესრულების უზრუნველყოფა.
- ტექნოლოგიური ბარათების დაცვით კერძების მომზადების ზედამხედველობა და გემოს, ვიზუალური სტანდარტის, პორციის წონისა და ლანჩბოქსების დაკომპლექტების კონტროლი.
- ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ახალი კერძების შემუშავება ან არსებული რეცეპტურების შეცვლა, საცდელი მომზადება, თვითღირებულების გამოთვლა და ტექნოლოგიური ბარათების შედგენა ან განახლება.
- დამტკიცებული ცვლილებების წარმოებაში დანერგვა და გუნდისთვის მომზადებისა და პორციონირების წესების გაცნობა.
- გუნდის ყოველდღიური მართვა, მოვალეობების განაწილება, სამუშაო გრაფიკის შედგენა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
- HACCP-ის, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
- ნედლეულის მიღების, შენახვის, ვარგისობის ვადებისა და მარაგების კონტროლი.
- ნედლეულის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა, შესყიდვის მოთხოვნების მომზადება, დანახარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და საწარმოო ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.
- შეფ-მზარეულის ან კვების წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- გუნდის მართვისა და სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება.
- კერძების რეცეპტურების შემუშავების, ტექნოლოგიური ბარათების შედგენისა და თვითღირებულების გამოთვლის გამოცდილება.
- HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ცოდნა.
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
- ქეითერინგში, ცენტრალიზებულ სამზარეულოში ან დიდი მოცულობის კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი — ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი 5/2
- ანაზღაურება — შეთანხმებისამებრ
შერჩეულ კანდიდატებთან უკუკავშირი მოხდება რეზიუმეს გაგზავნიდან 14 დღის განმავლობაში.