განთავსების დეპარტამენტის თანამშრომელი
სასტუმრო "Adamo Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (ადმინისტრატორის) პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა, პ. კაკაბაძის ქუჩა 8. სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლები).
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის მიღება-გაცილება, Check in - Check out-ის სტანდარტული პროცედურები;
- სტუმრების დარეგისტრირება სასტუმროს პროგრამაში;
- სტუმრების ინფორმირება სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ;
- სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაცია;
- სარეგისტრაციო ბარათების შევსება;
- გასაღებების დამზადება ოთახის ნომრების მიხედვით;
- საგადასახადო დავალებების შესრულება;
- სასტუმროში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
- სასტუმროში შემომავალ მეილებზე პასუხის გაცემა.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- პოზიტიურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ყურადღებიანობა, არაკონფლიქტურობა;
- დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
- ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ყოველ 3 დღეში ერთხელ, 24 საათი — 1200 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.