სერვისის თანამშრომელი
კომპანია "My Office"-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს შერჩევას სერვისის თანამშრომლის კარტრიჯების დამუხტვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ: HP, CANON, XEROX.
კომპანია აძლევს კანდიდატებს საშუალებას, შეისწავლონ პერსპექტიული პროფესია ადგილზე.
მოვალეობები:
- საოფისე ტექნიკის დიაგნოსტიკა, დაშლა-აწყობა, შეკეთება, შემოწმება;
- შეკეთებულ მოწყობილობებზე რეპორტის წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
- ტექნიკის მიმართ ინტერესი;
- საბეჭდი (პრინტერები, კარტრიჯები) ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
- კომპიუტერთან ურთიერთობის უნარი მომხმარებლის დონეზე;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პერსონალური უნარ-ჩვევები:
- სპეციფიკური სამუშაოების ადგილზე შესწავლის უნარი;
- მოტივირებულობა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება.
პირობები:
- გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
- ანაზღაურება გაიცემა საბანკო ანგარიშზე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ).
თუ ეს შესაძლებლობა თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის თანამშრომელი".
"My Office" გელოდება — გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.