მოლარე-კონსულტანტი
"ანიგოზი" — ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო და თხილეულისა და ჩირეულის დისტრიბუტორი — აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენ ვხსნით თხილეულისა და ჩირეულის პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას და ვეძებთ ახალ წევრს ჩვენი გუნდისთვის!
ვის ვეძებთ?
- კომუნიკაბელურ, მეგობრულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს;
- ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნით;
- სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.
რას გთავაზობთ?
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
- კვირაში 2 დღე — 8 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება;
- კვირაში 3 დღე — 7 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება.
სამუშაო ცვლები:
- დილის ცვლა: 09:00-18:00
- საღამოს ცვლა: 14:00-22:00
ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.
ელფოსტის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კონსულტანტი ვაკეში".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის შემდგომ ეტაპზე დასაკავშირებლად მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.