8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A6CAQF4H გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერი

CHARTER-LINK გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"CHARTER-LINK" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით (ჩინეთი/აზია - საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები).

კომპანია ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 13 წლიანი გამოცდილება და რეგიონში სექტორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიციონირება გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩინეთისა და აზიის მიმართულებით საზღვაო აგენტებთან, საზღვაო ხაზებთან და საზღვაო-საჰაერო გადაზიდვებზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);

** სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** უმაღლესი განათლება;

** სავალდებულოა ინგლისური და რუსულის ენების B1/B2 დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ჩინეთისა და აზიის რეგიონის საზღვაო აგენტებთან და საზღვაო ხაზებთან რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა;

** ახალი პარტნიორი კომპანიებისა და სერვისის მომწოდებლების მოძიება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;

** საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება, ტვირთის აღწერილობისა და სპეციფიკის მიხედვით ოპტიმალური მარშრუტების/ტარიფების დამუშავება;

** შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;

** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური სტატუსების მომზადება.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა და გუნდურობა;

** კომუნიკაბელურობა;

** შრომისმოყვარეობა;

** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;

** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;

** განვითარებაზე ორიენტირება.

შრომითი ანაზღაურება გახლავთ ფიქსირებული - გამოცდილების მიხედვით და ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Logistics Manager".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
CHARTER-LINK
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის