8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ABA8HTNS გამოქვეყნდა 29 სექ 26 ნახვა

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

აკადემიური თანამდებობები

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ნოე

შპს "თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი" (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1. ჯანდაცვის ფაკულტეტი:

ა) სტომატოლოგიის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:

2 ასოცირებული პროფესორი.

2. სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ა) ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებისთვის: 1 პროფესორი (მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება);

3. საკონკურსო პირობები:

პროფესორი:

3.1. 6 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 3 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს; ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

ასოცირებული პროფესორი:

3.2. 6 წლის ვადით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ბ) აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ხოლო ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დამატებით გააჩნია კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 5 წელი; გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს; ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

3.3. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.

4. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა:

4.1. კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს განცხადება მხოლოდ ერთ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე; 4.2. აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. 4.3. აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 4.4. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით; 4.5. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე; 4.6. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება შრომითი ხელშეკრულება.

5. უცხოენოვანი პროგრამების აკადემიური პერსონალის საკონკურსო კრიტერიუმები:

5.1. უცხოენოვანი პროგრამის ან პროგრამის უცხოენოვანი კომპონენტის განსახორციელებლად გამოცხადებული კონკურსისთვის, დამატებით კრიტერიუმად წესდება კონკურსანტის მიერ ენობრივი კომპეტენციის დადასტურება პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ენაში, თუკი აღნიშნული ენა კონკურსანტის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს 5.2. უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

ა) შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ბ) ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად. გ) საქართველოში ავტორიზებულ რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამი წლის განმავლობაში უცხოენოვან პროგრამაზე სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ცნობის წარმოდეგნის შემთხვევაში; B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი:

ა) Cambridge English First (FCE) ბ) BEC Vantage გ) IELTS 5-6.5 დ) TOEFL iBT 87-109 ე) Michigan ECCE ვ) PTE General Level 3 ზ) PTE Academic 59-75 თ) Trinity ISE II

5.3. აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას 5.2 პუნქტით დადგენილი წესით ვალდებულია კომისიის წინაშე ჩაატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

6. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომის

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა