9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ABTS004Z გამოქვეყნდა 16 ოქტ 38 ნახვა

მასტერ კოფი

მასტერ კოფი

რეგიონალური მენეჯერი

მასტერ კოფი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯრის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანი: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრთველოს (გარდა თბილისის) რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა.

სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00 / ორშაბათი–პარასკევი /; ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - დაქვემდებარებული რეგიონების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია; - დაქვემდებარებული გაყიდვების მენეჯერების გუნდის მართვა, მოტივირება, განვითარება და საქმიანობის კოორდინირება; - გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, დასახული გეგმებისა და KPI მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა; - მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa ,საცალო,ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან ; - არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა; - გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება; - დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი; - კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება; - ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; - ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების, მიღწევებისა და განვითარების გეგმების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გუნდის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; - HoReCa სექტორში ან დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; - სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; - ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - MS Office-ის ცოდნა; - ერთ-ერთი უცხო ენის(ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია; - B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო პირობები: - ფიქსირებული ხელფასი - გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; - სტაბილური სამუშაო გარემო. - საწვავით უზრუნველყოფა - ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; - სტაბილური სამუშაო გარემო. - საწვავით უზრუნველყოფა; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - ულიმიტო სასაუბრო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგიონალური მენეჯერი;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა