კონსულტანტი
საკვები დანამატებისა და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა", რომელიც 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ქ. თბილისში 4 ფილიალით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი", დავით აღმაშენებლის გამზირი, 213კმ. სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 22:00 სთ-მდე, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. 1 საათი შესვენება. ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი (NET) + ბონუსი
მოვალეობები:
- მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
- პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
- ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
- მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია
მოთხოვნები:
- მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
- მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
- ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.