რეგისტრატორი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00 - 18:00 სთ).
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკაში მოსული პაციენტებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის სივრცეში/ექიმთან გადამისამართება;
- პაციენტის რეგისტრაცია ელექტრონულ პროგრამაში, ამბულატორიული ბარათის გახსნა, შევსება და არქივში დაარქივება;
- კლინიკაში რიგებისა და პრობლემური/სტრესული სიტუაციების ეფექტიანი მართვა;
- დღის ბოლოს განხორციელებული რეგისტრაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
- სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე/პაციენტზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად მუშაობისა და გუნდურობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე Subject-ველში მიუთითეთ: "რეგისტრატორი."
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.