8,848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AEY2MM87 გამოქვეყნდა 21 სექ 3 ნახვა

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

მკვლევარი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾2240 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში მკვლევრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ანაზღაურება: 2240 ლარი (დარიცხული)*

*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცოცხალ კოლექციებში არსებული მცენარეების კურირება, რკვევა-იდენტიფიცირება, ვერიფიკაცია, თანამედროვე ტაქსონომიური ბაზების და საქართველოში მოქმედი ნომენკლატურული ნუსხების შესაბამისად ელექტრონულ ბაზებში ასახვა, აღრიცხვა, მონიტორინგი, კოლექციების შევსებისა და სახეობების კონსერვაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ბოტანიკურ ბაღში (თესლის ბანკში კონსერვაციისა თუ სხვა მიზნებით (გაცვლითი ფონდი)) შემოსული თესლისა და ჰერბარიუმების ნიმუშების ვერიფიკაცია, მონიტორინგი;
  • ბოტანიკური ბაღის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა კოლექციის, კავკასიის ფლორის კონსერვაციის განყოფილების მცენარეების მონიტორინგი, აღწერა, სიების შედგენა, მათი რეგულარული განახლება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი ფლორის სახეობების იდენტიფიკაცია და სიის შედგენაში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების (სტატიების) მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა და ადგილობრივ/საერთაშორისო ღონისძიებებზე ორგანიზაციის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბოტანიკის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი);
  • მსგავს პოზიციაზე / სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • თანამედროვე ტაქსონომიური ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.

პიროვნული უნარები:

  • სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მკვლევარი).

  • * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა