დამწყები ვიდეოგრაფი
"Rebels Agency" არის მულტიფუნქციური ტექნოლოგიური და კრეატიული სააგენტო, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: მარკეტინგს, ვიდეოწარმოებას (Rebels Films), დეველოპმენტსა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციას.
ვეძებთ დამწყებ ვიდეოგრაფს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის ვიდეომასალის მომზადებაზე. კამერით (Sony fx3) და სხვა საჭირო ტექნიკით სააგენტო თავად მოახდენს უზრუნველყოფას.
ძირითადი მოვალეობები
- დამკვეთებისთვის საჭირო ვიდეოების გადაღება;
- გუნდთან ერთად გადაღებების დაგეგმვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- Sony FX3-თან ან ნებისმიერ კამერასთან მუშაობის გამოცდილება (დამწყებ დონეზე);
- სოციალური მედიის ფორმატების ცოდნა;
- პუნქტუალურობა და სამუშაო პროცესის ორგანიზებულობა.
პირობები
- ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და შეთანხმების საფუძველზე.
- სამუშაო გრაფიკი: სრულიად მოქნილი. სამუშაო პროცესი მოიცავს უშუალოდ გადაღებების პერიოდს (პროექტული ჩართულობა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, ან რამდენიმე ვიდეოს ნიმუში და CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.