მზარეული
ფოთში, ახალ დრაივ-კვების ობიექტზე, ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და სწრაფ მზარეულს.
ხელფასი: 1, 200 ლარი (გაზრდის პერსპექტივით) სამუშაო ადგილი: ფოთი სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
- დრაივის მენიუში შემავალი საკვების მომზადება;
- ჰოთდოგების, ტოსტების, ბურგერების/სენდვიჩების, ბლინების, ხაჭაპურის, კრუასანის, ფრის და სხვა პროდუქციის მომზადება;
- საკვების მომზადება დადგენილი რეცეპტისა და სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი;
- პროდუქტების სწორად შენახვა და გამოყენება;
- სამზარეულოსა და სამუშაო ინვენტარის სისუფთავის დაცვა;
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა;
- პროდუქციის დანაკარგისა და ნარჩენების კონტროლი;
- სამუშაო პროცესის მოწესრიგებულად და სწრაფად წარმართვა.
მოთხოვნები:
- მზარეულად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება — სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
- სისწრაფე და ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.