8228 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ATG0NPYT გამოქვეყნდა 1 სექ 5 ნახვა

ინჟინერ-მშენებელი

Construction Service გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი / ქ. რუსთავი ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ბენეფიტები:

** საწვავით უზრუნველყოფა; ** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით; ** კორპორატიული ნომრით სარგებლობა; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა; ** სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი; ** სამუშაოების შესრულების შესაბამისობის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციასთან; ** სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი; ** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების განხილვა და სამუშაო პროცესში მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი და აღრიცხვა; ** საჭირო მასალებისა და სამშენებლო რესურსების განსაზღვრაში მონაწილეობა; ** ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის სამუშაოების კოორდინაცია; ** სამშენებლო პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მოძიება; ** სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარმოებაში მონაწილეობა; ** სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლში მონაწილეობა; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება; ** პროექტის მენეჯერთან და სხვა საინჟინრო ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება; ** ინჟინერ-მშენებლად მუშაობის გამოცდილება; ** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, AutoCAD); ** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა; ** სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა; ** სამშენებლო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მსხვილ სამშენებლო ან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარი; ** მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი.

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "ინჟინერ მშენებელი"

ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://www.cs.ge/ge

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Construction Service
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა