8683 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AWRVAZHP გამოქვეყნდა 10 სექ 9 ნახვა

იბერია რეფრეშმენტსი

იბერია რეფრეშმენტსი

მერჩენდაიზერი

იბერია რეფრეშმენტსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1150 / თვეში ბოლო ვადა:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power - ის " და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, თბილისში.

სამოქმედო არეალი: ისანი, 300 არაგველი, ავლაბარი, მოსკოვის გამზირი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება 1150 ლარი (ფიქსირებულს + ცვლადი დანამატი);

** ულიმიტო სამგზავრო ბარათი;

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;

** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი.

ძირითადი მოვალეობები:

** მარაგებისა და სტენდების კონტროლი;

** ვადების კონტროლი;

** სავაჭრო ობიექტში პროდუქციის დალაგება;

** მაღაზიაში მაღალი ხარისხის მერჩენდაიზინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, მერჩენდაიზინგის მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პუნქტუალურობა;

** სხარტი აზროვნება.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე:. პოზიციის დასახელება " მერჩენდაიზერი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026 წელი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იბერია რეფრეშმენტსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა