8245 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AWWJB0ZB გამოქვეყნდა 3 სექ 7 ნახვა

იურისტი

საადვოკატო ოფისი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი სამართალი
₾4500 / თვეში ბოლო ვადა:

საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას საერთო სპეციალობის მქონე იურისტის პოზიციაზე, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ექნება.

შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;

** წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;

** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;

** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახური მოთხოვნების შესაბამისად.

** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება;

** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;

** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;

** საჭიროების შემთხვევაში საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);

** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);

** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სახელფასო განაკვეთი - 4 500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და subject-ში მიუთითეთ იურისტი.

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

** ადვოკატის მოწმობის ასლი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საადვოკატო ოფისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის