ტექნიკური სერვისის მენეჯერი
რეკრუტინგული კომპანია "Job Deal", ვაკანსიის დამკვეთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიისთვის, ეძებს ტექნიკური სერვისის მენეჯერს.
კომპანია 10 წელზე მეტია, რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას და პროაქტიულად აგრძელებს ბაზრის მასშტაბირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების დისტანციური მომსახურება სერვისის მიმართულებით;
** ტექნიკური მომსახურების მიღებისა და შესრულების პროცესების ოპტიმიზაცია (დროის შემცირება, დატვირთვის მართვა, პროცესების გამარტივება);
** სერვისზე შემოსული ტრაქტორებისა და ტექნიკის რეგისტრაცია და სამუშაო დავალებების ფორმირება;
** სერვისის შეკვეთების დაგეგმვა და ტექნიკური პერსონალის გადანაწილება;
** სერვისის პროცესის მონიტორინგი (შეკეთების სტატუსი, ვადები, შესრულება);
** კლიენტების ინფორმირება სერვისის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ;
** სათადარიგო ნაწილების მოთხოვნების გადაცემა საწყობისთვის და მათი ხელმისაწვდომობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, ინვოისები, საგარანტიო ფორმები);
** საგარანტიო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების მართვა;
** სერვისის ხარისხის კონტროლი და კლიენტების უკუკავშირის შეგროვება;
** მონაცემების შეყვანა ERP/CRM სისტემაში;
** მომსახურების გაუმჯობესების ინიციატივების იდენტიფიცირება, შეთავაზება და დანერგვის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება (შეკვეთების რაოდენობა, ვადები, პრობლემები).
მინიმალური მოთხოვნები:
** სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სატრანსპორტო საშუალებების სერვისის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** ტექნიკური ინფორმაციის სწორად გადაცემის და აღქმის უნარი;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით მუშაობის გამოცდილება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ცვლილებებზე მორგების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზად.);
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 09:30-13:00 (1-საათიანი შესვენებების ჩათვლით);
ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 - 3000 ₾ (შეთანხმებით).
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე
Job Deal-ის გუნდი, გისურვებთ საუკეთესო დამსაქმებელს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.