8830 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AZCX8V8F გამოქვეყნდა 10 სექ 10 ნახვა

Auroom Bakuriani Resort

Auroom Bakuriani Resort

მზარეული

Auroom Bakuriani Resort გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Auroom Bakuriani Resort" აცხადებს ვაკანსიას — მზარეული ზამთრის სეზონისთვის.

"Auroom Bakuriani Resort" ეძებს გამოცდილ, პროფესიონალ და პასუხისმგებლობიან მზარეულს, რომელიც შეუერთდება ჩვენი სასტუმროს რესტორნის გუნდს ზამთრის სეზონზე.

თუ გაქვს კულინარიაში გამოცდილება, გიყვარს ქართული და ევროპული სამზარეულო და შეგიძლია დატვირთულ გარემოში ხარისხიანად მუშაობა — გელოდებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები:

** ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადება;

** ხინკლის მომზადება და მოხვევა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;

** მენიუს შესაბამისად კერძების ხარისხიანად და დროულად მომზადება;

** პროდუქტების სწორად დამუშავება და შენახვა;

** კერძების გემოს, ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის უზრუნველყოფა;

** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;

** პროდუქტების რაციონალური გამოყენება და დანაკარგების კონტროლი;

** სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულის პოზიციაზე მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;

** სასტუმროს ან რესტორნის სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;

** ქართული და ევროპული სამზარეულოს კარგი ცოდნა;

** ხინკლის მომზადებისა და მოხვევის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;

** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სეზონურ სამუშაოს 4* Auroom Bakuriani Resort-ში

** კონკურენტულ ანაზღაურებას

** კვებას

** საცხოვრებელს

** სტაბილურ სამუშაო გარემოს ზამთრის სეზონის განმავლობაში

** პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას

** კარგი მუშაობის შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

Auroom Bakuriani Resort

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV:.

შეუერთდი Auroom-ის გუნდს და გაატარე ზამთრის სეზონი ბაკურიანში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Auroom Bakuriani Resort
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა