წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი
წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი მუშაობს 11-იდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებთან ორი ძირითადი მიმართულებით:
ლიტერატურა და წიგნიერება:
** "ლეტერატოს" პროგრამული მასალის ეფექტიანად მიწოდება;
** მოსწავლეებში გააზრებისა და მსჯელობის პროცესებისათვის ბიძგის მიცემა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ნაწარმოების ძირითადი იდეები, ღირებულება და კონცეფციები;
** ინტროსპექციისა და ემპათიის უნარების განვითარება;
** წაკითხულის გააზრებისა და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების ხელშეწყობა.
კრიტიკული აზროვნება:
** თანმიმდევრული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარება;
** არგუმენტაციის, დებატისა და ოპონირების ტექნიკის სწავლება მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით;
** პროგრამულ მასალაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ცნებასა თუ წინააღმდეგობრივ საკითხზე სიღრმისეული ცოდნის გაზიარება;
** ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნების გამოტანის, ოპონენტის პატივისცემისა და კონსტრუქციული მსჯელობის უნარების ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფილოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის ან ინტერდისციპლინური მიმართულებით;
** მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპების გააზრება;
** ფართო ერუდიცია, მხატვრული ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა და ინტერდისციპლინური აზროვნების უნარი;
** სწავლებისა და პედაგოგიური საქმიანობის მაღალი მოტივაცია.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ემპათია და ეთიკური კომუნიკაციის უნარი;
** ასაკობრივი სპეციფიკისა და თავისებურებების გათვალისწინების უნარი;
** მოსწავლეებთან ყურადღებიანი, სენსიტიური და ინდივიდუალური მიდგომის უნარი.
განაცხადის გამოგზავნის წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართებზე: |
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.