სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტი
"SMG - Safety Management Group" 2019 წლიდან წარმატებით საქმიანობს შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში.
კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს HACCP-ის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, შრომის უსაფრთხოების სისტემების მართვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ტრენინგებსა და პროფესიულ კონსულტაციებს.
დღეს SMG 500-მდე პარტნიორი ორგანიზაციის ნდობით სარგებლობს და წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში.
https://www.facebook.com/share/18NC7d6tjL/?mibextid=wwXIfr
https://smgroup.ge/
ჩვენ ვეძებთ სურსათის უვნებლობის მთავარ სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაციების სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვისა და მონიტორინგის პროცესში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება: 2000+
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორ ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის სისტემების (HACCP) დანერგვისა და მართვის პროცესებში მონაწილეობა;
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი;
** სურსათის უვნებლობის სისტემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება, განახლება და წარმოება;
** ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება, შეფასებებისა და შიდა აუდიტების ჩატარება;
** შეუსაბამობების გამოვლენა, რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება;
** სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
** პარტნიორი კომპანიებისთვის პროფესიული მხარდაჭერისა და კონსულტაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიების, კვების მრეწველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვეტერინარიის, აგრონომიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სურსათის უვნებლობის, ხარისხის მართვის, აუდიტის ან საკონსულტაციო მიმართულებით;
** HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
** აუდიტისა და ინსპექტირების პროცესების საბაზისო ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარებისა და სწავლის სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერასა და სწავლების შესაძლებლობას;
** მეგობრულ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და მოტივაციის სისტემას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე:
სათაურის ველში მიუთითეთ: "სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტი".
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფის" მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე. სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.