ტექნიკური ანალიტიკოსი
„სტერეო +“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
Stereo + 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
- ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტექნიკური ჯგუფისგან მიღებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება, მონიტორინგი - საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდული მონიტორინგის მიზნით ადგილზე ვიზიტის განხორციელება;
- პარტნიორ კომპანიებთან ოფიციალური კორესპოდენციის წარმოება მეილის საშუალებით;
- ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლების მივლინებებისა და შვებულებების აღრიცხვა, მონიტორინგი;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის კარგად მცოდნე კანდიდატს; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - ოფიციალური კორესპოდენციის წარმოება ინგლისურ ენაზე.
უნარ-ჩვევები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე.
სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკური ანალიტიკოსი“ .
შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.