ღამის ცვლის ადმინისტრატორი
19 ნომრიანი სასტუმრო ავლაბარში აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ავლაბარი, ელენე ახვლედიანის აღმართი; სამუშაო დრო: საღამოს 9:00-დან დილის 9:00-მდე; გრაფიკი: 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯავშნების მონიტორინგი სხვადასხვა პლატფორმაზე. ახალი ჯავშნების პროგრამაში შეყვანა;
- სტუმრებთან კომუნიკაცია როგორც პირადად ასევე ვოთსაპის, მეილის, ტელეფონის საშუალებით;
- სტუმრების დაბინავება, მათ საჭიროებებზე რეაგირება;
- სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა;
- გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება.
მოთხოვნები:
- პუნქტუალური, კეთილგანწყობილი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია fina-ში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა.
კომპანია გთავაზობთ: კვებით უზრუნველყოფას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.