ავტო კონსიერჟი
პრემიუმ კლასის ავტომობილის მოვლის სტარტაპი აცხადებს ვაკანსიას ავტო კონსიერჟის (პრემიუმ ავტომობილის მოვლის სპეციალისტი ) პოზიციაზე
ანაზღაურება 1000 ლარიდან და დამატებული ბონუსები ლოკაცია: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი კომპანია: პრემიუმ კლასის ავტომობილის მოვლის სტარტაპი (წაყვანა → რეცხვა → დაბრუნება)
პოზიციის შესახებ ჩვენ ვიწყებთ პრემიუმ კლასის ავტომობილის რეცხვის ახალ სტარტაპს, სადაც მთავარი ღირებულებებია ხარისხი, პასუხისმგებლობა და კლიენტის ნდობა. ეს პოზიცია არ არის უბრალოდ მანქანის მრეცხავი. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს კლიენტის ავტომობილზე და უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს მომსახურებას ყველა ეტაპზე. კომპანიის ზრდასთან ერთად, პოზიცია ითვალისწინებს კარიერულ განვითარებას – უფროსი სპეციალისტის, გუნდის ხელმძღვანელის როლამდე.
ძირითადი მოვალეობები - ავტომობილის წაყვანა კლიენტისგან შეთანხმებულ ლოკაციაზე - ავტომობილის დეტალურად და უმაღლესი სტანდარტით რეცხვა (ინტერიერი და ექსტერიერი) - ყველა დეტალის კონტროლი და საბოლოო შემოწმება - რეცხვამდე და შემდეგ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება - ავტომობილის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად დაბრუნება კლიენტთან - პროფესიონალური კომუნიკაცია კლიენტებთან - კომპანიის წესებისა და სტანდარტების მკაცრი დაცვა - პუნქტუალურობა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გამოცდილება მანქანის რეცხვაში - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - დეტალებზე ორიენტირებულობა - ორგანიზებულობა და დისციპლინა - ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი - კლიენტის ქონებისადმი პატივისცემა - კომუნიკაციის საბაზისო უნარები - მართვის მოწმობა და უსაფრთხო მართვის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
კარიერული ზრდა და პირობები - ანაზღაურება 1000 ლარიდან და ზევით - პრემიუმ ავტომობილის მოვლის სტანდარტების სწავლება - კარიერული ზრდის შესაძლებლობა - სტაბილური გრძელვადიანი თანამშრომლობა - ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით
ვისთვის არის ეს პოზიცია - ვისაც უყვარს ხარისხიანად გაკეთებული საქმე - ვისაც აქვს ინტერესი ავტომობილების მიმართ - ვინც ეძებს სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაოს - ვისაც სურს იყოს პრემიუმ ბრენდის შექმნის ნაწილი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ:CV ან სამუშაო გამოცდილების აღწერა მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.