გეოდეზისტი
"Experts For Solutions" ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა/კონტროლი. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება.
"Experts For Solutions" ასევე პოზიციონირებს სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს. შესაბამისად, "Experts For Solutions"-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.efs.ge
"Experts For Solutions" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გურია, შეკვეთილი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე გეოდეზიური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება;
** სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო გეოდეზიური აზომვების, მონიშვნებისა და კონტროლური გაზომვების განხორციელება;
** საპროექტო ნიშნულების, ღერძების, კოორდინატებისა და სიმაღლეების ადგილზე გადატანა;
** შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გეოდეზიური კონტროლი და შესაბამისობის შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან;
** საძირკვლის, კონსტრუქციების, კედლების, სვეტების და სხვა სამშენებლო ელემენტების მდებარეობისა და გეომეტრიული პარამეტრების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობების ვერტიკალურობის, ჰორიზონტალურობისა და განლაგების კონტროლი;
** გეოდეზიური ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების გამართული და ზუსტი გამოყენება;
** შესრულებული აზომვებისა და გაზომვების შედეგების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** გეოდეზიური ნახაზების, სქემებისა და საჭირო საანგარიშო მასალების მომზადება;
** სამშენებლო პროცესში გამოვლენილი გადახრების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** საპროექტო და სამშენებლო ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობა და გეოდეზიურ საკითხებზე შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი განათლება გეოდეზიის ან საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** Total Station-ისა და ნიველირის პრაქტიკული ცოდნა;
** AutoCAD-ის ცოდნა;
** საპროექტო ნახაზების წაკითხვის უნარი;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
** მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** საწვავი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Experts For Solutions" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Experts For Solutions" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.