← ყველა ვაკანსია

B8B6VY74 გამოქვეყნდა 17 ნოე 18 ნახვა

მარკეტინგის / გაყიდვების მენეჯერი

PORTO POINT

PORTO POINT

PORTO POINT გარე განცხადება
₾2000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

PORTO POINT Shopping Center აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ, შედეგებზე ორიენტირებულ და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება და შეუძლია მარკეტინგული, გაყიდვებისა და საორგანიზაციო პროცესების ეფექტურად მართვა.

ვაკანსია: მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი კომპანია: PORTO POINT Shopping Center სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №131 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები

  • სავაჭრო ცენტრში არსებული კომერციული ფართების გაქირავება და პოტენციურ მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებული მოიჯარეების მართვა, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ურთიერთობების კოორდინაცია;
  • ახალი ბრენდებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სავაჭრო ცენტრის სოციალური მედიის გვერდების მართვა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა;
  • ღონისძიებების, პრომოაქციებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პრეზენტაციების, კომერციული შეთავაზებებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • სავაჭრო ცენტრის ყოველდღიურ ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საკითხებში აქტიური ჩართულობა.

სავალდებულო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა: Excel, Word, PowerPoint;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
  • დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
  • სავაჭრო ცენტრში, კომერციული უძრავი ქონების ან საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის სარეკლამო ინსტრუმენტების ცოდნა;
  • ღონისძიებების ორგანიზებისა და B2B გაყიდვების გამოცდილება.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, PORTO POINT-ის ოფისი;
  • სამუშაო ფორმატი: საოფისე;
  • ორშაბათი–პარასკევი: 10:00–18:00;
  • შაბათი: 10:00–14:00.
  • ანაზღაურება და მოტივაციის სისტემა
  • ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება: 2,000 ლარი (ხელზე);
  • დამატებითი ბონუსური ანაზღაურება მოზიდული და წარმატებით გაფორმებული მოიჯარეების მიხედვით;
  • დამატებითი ბონუსები მარკეტინგული მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის.
  • ბონუსური ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს, მიღწეული შედეგებისა და კომპანიის კომერციული და მარკეტინგული მიზნების გათვალისწინებით.

საკონტაქტო ინფორმაცია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელფოსტა.

წერილის სათაურში მიუთითეთ: „მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა